00:17 - 26 Mar, 2019
2019-01-08 13:01:23, 804 ნახვა
დ.ღ. ადვოკატებმა შესაძლოა არასრულწლოვნის გათავისუფლება მოითხოვონ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

როგორც დ.ღ-ს უფლებადამცველი, ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, არასრულწლოვნისთვის შეფარდებული  6 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა 19 იანვარს იწურება.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დაცვის მხარემ, დ.ღ-ს  გათავისუფლება დღესვე მოითხოვოს.

„გამორიცხულია, რომ ორ კვირიან ვადაში ჩაეტიოს ბრალდება  და შემდეგ ჩვენი მოწმეები არიან კიდევ და ჩვენი მტკიცებულებები არის გამოსაკვლევი, ასე რომ, მოუწევს სასამართლოს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად შეცვალოს. ეს დღეს მოხდება, 10 -ში, 11- ში თუ შემდგომ სასამართლო პროცესებზე - ეს აუცილებლად მოხდება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროკურატურას შეგნებულად არ მოჰყავს არასრულწლოვანი მოწმეები, რომ მაქსიმალური 6 თვიან ვადაში საპატიმროში ამყოფოს არასრულწლოვანი. დ. ღ. არის უდანაშაულო და პროკურატურამ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, მაშინვე, როცა ის დააკავა და ის განათავსეს საპატიმროში და დღემდე საზოგადოებას ატყუებენ, თითქოს მისი ჩვენებიდან გამომდინარე ვერ დადგა და ვერ აღსრულდა მართლმსაჯულება, რაც არის სრულიად სიცრუე“, - განაცხადა ადვოკატმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics