06:30 - 22 Mar, 2019
2019-01-08 12:46:27, 841 ნახვა
ბესელია - მოდით ყველა იმ ადამიანმა, ვინც გუნდურობას მასწავლის, თქვას, დაუჭერს თუ არა მხარს მოსამართლეების ამ სიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კოლეგებს მმართველი გუნდიდან მოუწოდებს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირონ. 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნების" წევრებმა ორ მთავარ კითხვას უნდა გასცენ პასუხი - უნდა იყოს თუ არა გაწვეული მოსამართლეების სია პარლამენტიდან და დაუჭერენ თუ არა ისინი მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატებს მხარს. 

"რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა, რომელიმე სხვა კოლეგა, ან მდინარაძე გასაგებია, რომ ეს არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და არ გამოუხატავს თავისი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და სიის მიმართ. ამიტომ მოდით ყველამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ღიად და საჯაროდ, თუ რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით. უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული ან დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. მოდით ყველა ის ადამიანი ვინც გუნდურობას მასწავლის და რაღაც ვერსიებს ავითარებს, ჩემს მაგივრად ვიდრე ისაუბრებენ მიზეზებზე, რომელიც მხოლოდ მე ვიცი და არ იციან მათ, უმჯობესი იქნება პირდაპირ კითხოთ დაუჭერენ თუ არა ამ სიას მხარს. ამის შემდეგ გამოჩნდება რა პოზიცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საჯაროდ, ავითარებენ ვერსიას, რომელიც ირაკლი კობახიძემ მოიფიქრა და ეს ცრუ ვერსიაა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics