20:55 - 18 Jan, 2019
2019-01-08 12:22:17, 396 ნახვა
სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს

ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებით, ამ დრომდე ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ქვეყანაში 11 ადამიანია გარდაცვლილი.

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ზამთრის არდადეგები სკოლებსა და ბაგა-ბაღებში გახანგრძლივდეს.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დაავადებათა კონტროლის  ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაუცხადა, გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, მიმდინარე კვირას ავადობის დინამიკაზე დაკვირვების შედეგად მიიღებენ.

„ლაბორატორიულად დღეისთვის დადასტურებულია 162 შემთხვევა. სამწუხაროდ, იქ სადაც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გვაქვს, დღეისთვის 10 გარდაცვლილია. დავაკვირდებით ამ კვირაში ავადობის დინამიკას და ამის მიხედვით შემდგომ ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროები მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics