20:29 - 18 Jan, 2019
2019-01-08 11:04:35, 1142 ნახვა
პომპეო: სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის 99% განადგურებულია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ინფორმაციით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა სირიიდან "ისლამური სახელმწიფოს" ხალიფატის 99% გაანადგურა, - ამის შესახებ Washington Examiner იუწყება.

როგორც პომპეომ განაცხადა, ამერიკამ ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებულო კამპანია ჩაატარა.

"ISIS-ის ხალიფატის 99% განადგურებულია. ეს ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველა ისტორია ამ წინადადებით უნდა იწყებოდეს. სირია თავისუფალია 99% ტერორისტისგან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ტერორიზმის დონე აღარ აიწევს ისეთ ნიშნულზე, როგორიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მმართველობის დროს იყო",- განაცხადა მაიკ პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა სირიიდან 2000 ჯარისკაცის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics