00:20 - 26 Mar, 2019
2019-01-07 16:36:41, 917 ნახვა
ბესელია: არცერთი კაბინეტი და თანამდებობა არ არის საპირწონე ისეთი თემის, როგორიცაა სამართლიანობა

„არ არის არცერთი კაბინეტი და თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიცაა სამართლიანობა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბესელია იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ აგვისტოში გასცა ბრძანება, რომ ვიცე-სპიკერების ფლიგელში, ეკა ბესელიასთვის ოთახი მოწყობილიყო.

 „ვიდრე ბატონი, ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და ასე მგონია იცავს იმ კაბინეტის თემას, მე გავაგრძელებ იმ ფასეულობებისთვისა და ღირებულებებისთვის დაცვას, რისთვისაც იმ კაბინეტზეც და ბევრ კაბინეტზეც უარი მითქვამს და კიდე ვიტყვი, იმიტომ, რომ არა არის არცერტი კაბინეტი და არცერთი თანამდებობა საპირწონე ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემების, როგორიცაა სამართლიანობა, როგორიც არის შენი, ჩემი და ჩვენი ქვეყნის მომავლის და ჩვენი შვილების მომავლის გარანტიების შექმნა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics