06:57 - 24 Mar, 2019
2019-01-07 11:25:12, 655 ნახვა
ბაქრაძე: უკრაინელ ხალხს ეკუთვნის ავტოკეფალური ეკლესია - სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ უკრაინას არ მიულოცა

 „უკრაინელ ხალხს, უკრაინულ ეკლესიას, უკრაინელ მორწმუნეებს ნამდვილად ეკუთვნით დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ეკლესია, ამიტომ მე მინდა მათ ნამდვილად მივულოცო ეს ძალიან სერიოზული მოვლენა“, – ამის შესახებ „ევროპუილი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ უკრაინელ ხალხს აღნიშნული მოვლენა არ მიულოცა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მთავრობამ და ხელისუფლებამ არ მიულოცა უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება ქართული ეკლესიის პოზიციას, რა თქმა უნდა, საბოლოო ვერდიქტი უკრაინის ეკლესიის ცნობასთან და მილოცვასთან დაკავშირებით უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენმა ეკლესიამ, წმინდა სინოდმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები იქნება გააზრებული, იქნება მოფიქრებული და იქნება ისეთი, რომელიც შეესაბამება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესსაც და კანონიკურ კანონმდებლობასაც“, - აღნიშნა ბაქრაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics