02:04 - 18 Jan, 2019
2019-01-06 20:07:52, 808 ნახვა
საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხვალ, 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.

„11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე განახლდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics