22:59 - 26 Mar, 2019
2019-01-05 13:15:42, 1960 ნახვა
ტრამპი: შემიძლია საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადა და კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი ავაშენო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის მზად არის ქვეყნის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ წლებითაც კი, შეაჩეროს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მას შეუძლია საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი ააშენოს. 

"მე შემიძლია ამის გაგეკთება. შემიძლია გამოვაცხადო საგანგებო მდგომარეობა და კედელი ძალიან სწრაფად აშენდება. ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. ამას ვაკეთებ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მან "დემოკრატებთან" შეხვედრის შემდეგ გამართა. 

მან დასძინა, რომ არცერთ დოკუმენტს მექსიკის საზღვართან კელდლის მშენებლობისთვის საჭირო თანხების გამოყობის გარეშე არ მოაწერს. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. 

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics