20:06 - 18 Jan, 2019
2019-01-04 16:58:15, 1490 ნახვა
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მას და აქციის რამდენიმე მონაწილეს პოლიციელი დაკავებით ემუქრება

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პოლიციას პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, პოლიციელმა მას, მალხაზ მაჩალიკშვილს და აქციის რამდენიმე მონაწილეს განუცხადა, რომ 11 სექტემბერს, კარვების გაშლის მცდელობასა და დაპირისპირებაზე ხულიგნობის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა, დააკავონ. 

სარალიძე დამატებითი დეტალების გასარკვევად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ორ მხარდამჭერთან ერთად მივიდა.

„გამოცხადდა ვიღაც პოლიციელი, აქციის მონაწილეთაგან ჩამოთვალა რამდენიმე პირი, მათ შორის აქციის ორი მონაწილე, მე, ჩემი ძმა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, და განაცხადა რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დავეკავებინეთ. რის საფუძველზე უნდა დავეკავებინეთ, 11 სექტემბრის შემდეგ დაწყებულია გამოძიება და 11 სექტემბრიდან იმდენი ფაქტი, დარღვევა მოხდა, იმდენი ძალადობის ფაქტი იყო ჩვენ მიმართ პოლიციის მხრიდან კარვების არგაშლასთან დაკავშირებით, იმდენი შეხლა-შემოხლა იყო, რომელ ფაქტთან დაკავშირებით არის ძიება დაწყებული, ამის გასარკვევად ვარ მოსული. პლუს ამას, პოლიციელმა რატომ აიღო თავის თავზე ინიციატივა და დაემუქრა აქციის მონაწილეებს, რომ ხულიგნობის ფაქტზე უნდა დაგიჭირონ. შემდეგ როგორც გავარკვიეთ, არის ვიღაც გიორგი გადელია, არ ვიცი, რა თანამდებობას იკავებს პოლიციაში. ხშირად ყოფილა იქ. ხშირად გამოუჩენია ინიციატივა ჩვენს დარბევაში“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics