07:19 - 24 Mar, 2019
2019-01-04 12:46:53, 853 ნახვა
ყალბი 500-ევროიანი კუპიურების შენახვა-გასაღების ფაქტზე, თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში  მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს.

„ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან  10 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics