20:08 - 18 Jan, 2019
2019-01-04 12:12:49, 662 ნახვა
პრემიერი - 2018 წელს, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია

„2018 წელს, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში“, - საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ცნობადობა და ინტერესი ყოველ დღე იზრდება.

„რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში - 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება და რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება. ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში - წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე - ფრანკფურტში. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური  - 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში.

ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის - Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო  ევროპაში მეორე ადგილზეა.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.

ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ.  შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018 წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში.

ეს არის საგრძნობი შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ახლა მთელი ჩვენი  ძალისხმევა უნდა მივმართოთ  ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებაზე. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, და განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური  და პრიორიტეტული იყო. ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნას და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics