11:58 - 21 Jan, 2019
2019-01-04 11:35:22, 760 ნახვა
ქუცნაშვილი: გუნდში არ არის ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირება - ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც

გუნდში არ არის ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირება, ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში დაპირისპირებას მმართველობის წესები იწვევს.

„დამკვიდრდა ასეთი შთაბეჭდილება, რომ არის ძველების და ახლების დაპირისპირება. მე უფრო ვფიქრობ, დაპირისპირების ნიშნებია მმართველობის წესთან დაკავშირებით, სადაც არიან ძველებიც და ახლებიც, ერთ მხარეს და ძველებიც და ახლებიც, მეორე მხარეს. თორემ არის თუ არაა კაკი ზოიძე ძველებში, მაგრამ ყოველთვის უჭირავს მეორე პოზიცია. არის თუ არა ლევან კობერიძე ძველებში?  არის თუ არა ზიკა ცქვიტიშვილი ძველებში? არის თუ არა თამარ ჩუგოშვილი ძველებში? არ დავყოფდი ასეთნაირად, არასწორია ასე დაყოფა, უბრალოდ მმართველობის წესებთან დაკავშირებით არის განსხვავებული მიდგომები, სადაც ერთ მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც და მეორე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც. ასე, რომ ეს არ თაობებს შორის ან ძველ გვარდიასა და ახალ გვარდიას დაპირისპირების კამპანია. პატარა ნიშნები ამის, რა თქმა უნდა,  არის, მაგრამ ვიმეორებ, ორივე მხარეს არიან ძველებიც და ახლებიც და აქედან გამომდინარე, ამ ნიშნით დაყოფა არ მგონია ზუსტი იყოს“, -  განაცხადა ქუცნაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხებზეა დაპირისპირება გუნდი, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ორივე მხარე ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის მეტ კომუნიკაციას ითხოვს.

„მეტ ჩართულობას ითხოვენ ის ფრთა, რომელიც დავასახელე, მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ, მეტ კომუნიკაციას ითხოვენ ძველებიც და ახლებიც მთავრობასა და პარლამენტს შორის. შერეული არიან. მე დავასახელე რამდენიმე გვარი ახლებიდან, რომელიც ითხოვენ ამას, როგორც ითხოვენ, ბატონი ნუკრი ქანთარია,  როგორც ითხოვს ამას სხვა ძველი გვარდიის ღირსეული წევრები“, - აღნიშნა მან.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics