20:43 - 18 Jan, 2019
2019-01-03 18:51:59, 1033 ნახვა
პრემიერი: მადლობას ვუხდი ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს - ფედერიკა მოგერინის -  ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად  საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics