20:07 - 18 Jan, 2019
2019-01-03 18:44:21, 686 ნახვა
გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ მყარდება დიქტატურა - ეს არის ჩამოშლის დასაწყისი

 „ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის დასაწყისი“, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში დიქტურა მყარდება.

„ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ჩამოშლის დასაწყისი. გაჩნდა ყველაზე დიდი ბზარი, რაც კი ბოლო პერიოდში ამ პარტიის კედლებზე იყო. ეს ბზარი შეიძლება იმდენად გაიზარდოს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგებით დამთავრდეს. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა. განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის კომიტეტებიდანაც კი უშვებენ ხალხს. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა „ქართული ოცნება“, დღეს უკვე დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე. არჩევანი მათზეა - ან მორჩილებაში ყოფნა, ან მონობისგან გათავისუფლება“, - განაცხადა რომა გოცირიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics