04:39 - 22 Mar, 2019
2019-01-03 15:49:18, 781 ნახვა
ქუცნაშვილი - ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი ბესელიას სავარაუდო გარიცხვის თაობაზე არ გამართლდა

„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული საკითხთა კომიტეტიდან გარიცხვას 2 მიზეზი ჰქონდა.

როგორც მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მოლოდინი ეკა ბესელიას სავარაუდო გარიცხვის თაობაზე არ გამართლდა.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება იურიდიული კომიტეტიდან ბატონი გედევანის გამოწვევის თაობაზე. აქედან გამომდიანარე, ჟურნალისტური საზოგადოების მოლოდინი, რომ ვთქვათ სხვა პიროვნებაზე განხორციელდებოდა რამე სანქცია, არ გამართლდა. რა შეეხება, ბატონი გედევანის გამოწვევის მიზეზს, აქ ორი მიზეზი დაასახელა პარლამენტის თავჯდომარემ, ერთი მიზეზი არის პროცედურული დარღვევების თაობაზე, რის თაობაზეც ფრაქციას მოახსენა ბატონმა, გაგა კახიანმა, რომ პროცენდურა უხეშად იქნა დარღველი პირველი მოადგილის არჩევის დროს. და პარლამენტის თავჯდომარემ ასევე დაასახლელა პოლიტიკური მიზეზი, რომ შეუთანხმებელი იყო ეს გადაწყვეტილება ფრაქციასთან და უმრავლესობასთან“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
„ბატონმა ბიძინა ივანისვილა აცილება თავის მონაწილეობას ფრაქციის მუშაობაში. მან ბრძანა, რომ როგორც პარტიის თავჯდომარე თავს შეიკავებდა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ის არ გახლავთ ფრაქციის  წევრი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics