20:12 - 18 Jan, 2019
2019-01-03 15:10:57, 709 ნახვა
მდინარაძე: გამოვნახეთ რბილი ფორმა იმის საპასუხოდ, რომ ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი გუნდში არ იყო შეთანხმებული

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის საკითხს ეხმაურება.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ფოფხაძის დანიშნვით რეგლამენტი დაირღვა. 

"ეს არ იყო გარიცხვა, ეს იყო გამოწვევა ფრაქციის მიერ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად ერთხმად მიიღო ფრაქციამ თავის წევრთა უმრავლესობით.  სამი იყო მხოლოდ წინააღმდეგი. ეს გამომდინარეობდა იქიდან რომ არ იყო გუნდთან შეთანხმებული მისი პირველი მოადგილეობის საკითხი. გარდა იმისა, ამ შემთხვევაში შესაძლოა მეორე ხარისხოვანი კი იყოს, რომ რეგლამენტი და შესაბამისი პროცედურები დაირღვა. ამიტომ მიიღო სწორედ ფრაქციამ ეს გადაწყვეტილება. არცერთ ადამიანის დღეს, რომელიც გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, პარტიის ხელმძღვანელიდან დაწყებული და გაგრძელებული ჩვენი პარტიის წევრების, არ უთქვამს ის რომ განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანს რამე სანქცია უნდა დაეკისროს. ამაზე სანქციაც კი არ არის, ჩვენ გამოვნახეთ ყველაზე რბილი ფორმა, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გამონახულოყო, საპასუხოდ, რომ გუნდში არ იყო შეთანხმებული გედევან ფოფხაძის პირველი მოადგილეობის საკითხი იურიდიულ კომიტეტში", - აღნიშნა მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში აღარ იქნება. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics