20:00 - 18 Jan, 2019
2019-01-03 12:48:23, 722 ნახვა
სურსათზე, სამედიცინო მომსახურებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ მომსახურებებზე ფასები გაიზარდა

2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 1,5 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (11,1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-17,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-4,3 პროცენტი), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული (-3,2 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასები გაიზარდა 4,9 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,1 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი - ფასები გაიზარდა 3,1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2,9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2,9 პროცენტით, რაც 0,25 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,4 პროცენტი).


 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics