07:30 - 21 Apr, 2019
2019-01-03 11:43:10, 696 ნახვა
ფოფხაძე გუნდში მის ადგილზე: შევალ და ვნახავ, ჩემი ადგილი არის თუ არა

"შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ უზენაეს სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს " ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე სხვა საკითხზე აქცენტირება არასწორია.

“ჩვენთვის მთავარია სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესები და პარლამენტის დამოკიდებულება სასამართლოსთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს განსაზღვრული და პრინციპული. მიზანი არის ის, რომ სასამართლოში შერჩეული იყოს ღირსეული ადამიანები. ეს საკითხი დაისვა დღის წესრიგში და არაფერი სხვა ქვეტექსტი ამას არ ჰქონია. შესაბამისად, არ მგონია ახლა აქცენტების გადატანა სწორი იყოს", - აღნიშნა ფოფხაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს გუნდში. ფოფხაძემ უპასუხა, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავს.

“შევალ და ვნახავ, ახლა ჩემი ადგილი არის თუ არა. სკამები საკმარისად არის", - განაცხადა მან.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics