02:09 - 18 Jan, 2019
2018-12-31 15:47:06, 638 ნახვა
„ეს გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯია“ - კობახიძე თანამდებობის შესაძლო დატოვებას ეხმაურება

„ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან. ჩვენ ვიცით რა კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები",- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ერთი წლის წინაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გუნდის დაზიანებისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია.

„ზუსტად, ანალოგიური ინფორმაციები ვრცელდებოდა ხოლმე ზუსტად ერთი წლის წინაც. ანუ, გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები. ესეც არის, რა თქმა უნდა, გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი. ეს საკითხებიც უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით. ვინც არღვევს წესებს, ბუნებრივია, მას უნდა გაეცეს პასუხი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics