00:18 - 26 Mar, 2019
2018-12-31 13:59:36, 783 ნახვა
მეუფე პეტრე იაკობის განცხადებებზე: ძალიან არაადეკვატურია - სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა. 

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, საპატრიარქო არასახარბიალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან აგრეთვე ქორეპისკოპოსის განცხადებებს არაადეკვატური უწოდა. 

"ძალიან არაადეკვატური...განცხადებები გუშინ მოსმენილი ბოდბელი ეპისკოპოსისა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რა არასახარბიელო მდგომარეობაში, სამწუხარო მდგომარეობაში იმყოფება თავად და ასევე საპატრიარქო, რომლის სახეც არის ის ამ შემთხვევაში, როგორც ქორეპისკოპოსი", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

პეტრე ცაავა მიიჩნევს, რომ არსებულ პრობლემებს სინოდი ვერ აგვარებს და ამბობს, რომ დიდი კრება უნდა ჩატარდეს. 

"სინოდის სხდომები მთავრდება და პასუხგაუცემელი შეკითხვები რჩება. პრობლემებიც კი, არათუ აღმოფხვრილი და მოგვარებული, ზოგჯერ, უფრო მეტად გაღრმავებულია. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კრიზისულ მდგომარეობაზე", - აღნიშნა მეუფე პეტრემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics