00:20 - 26 Mar, 2019
2018-12-31 14:04:32, 1539 ნახვა
კობახიძე - გუნდში ვინმეს „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლას არ ვურჩევ - პასუხი გაეცემა

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის მიყვება იმ წესებს, რომელიც გუნდში არის დადგენილი.

„გუნდი არის ერთი, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი, მას ჰყავს ლიდერი, თავჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი, თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავჯდომარე და „ქართული ოცნების“ გუნდი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ.

ბიძინა ივანიშვილი ჩემს გვერდით კი არ დგას, ის არის ლიდერი გუნდის, შესაბამისად, მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცამ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. ეს არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, იმიტომ რომ თუ ვინმე წავა ამ გუნდის წინააღმდეგ, მას აუცილებლად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics