20:46 - 18 Jan, 2019
2018-12-31 13:59:50, 657 ნახვა
ჯანეზაშვილი: გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ისტერიულ მდგომარეობაში არიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ისტერიულ მდგომარეობაში არიან, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას აღარ ერიდებიან, - ამის შესახებ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაშია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე გახდეს.

„გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ არიან ისტერიულ მდგომარეობაში,  აღარ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და მე ვფიქრობ, რომ მათ მართებთ მეტი მოთმინება. გარდა ამისა, გვრიტიშვილი თავად არის კანდიდატი, ყოველ შემთხვევაში, საბჭოს სია უკან არ გამოუწვევია და ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თავად არის იგი კანდიდატი, დაინტერესებული პირი და როდესაც შედის პოლიტიკოსებთან პოლემიკაში, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს გაუგებარია და არ იწვევს ნდობას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics