00:20 - 26 Mar, 2019
2018-12-31 13:08:19, 846 ნახვა
ფოფხაძე: თანამდებობა არ შემიძენია - მთავარია იურიდიული კომიტეტი უღირსი მოსამართლეების გამტარად არ იქცეს

„თანამდებობა არ შემიძენია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გდევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკა ბესელიას, მას და მათ მხარდამჭერებს ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ მოხდეს იურიდიული კომიტეტის გავლით, საპარლამენტო სესიაზე „უღირსი მოსამართლეების“ უზენაეს სასამართლოში გამწესება.

„მე რაიმე თანამდებობა არ შემიძენია, აქ თანამდებობაზე ლაპარაკი არ იყო, ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა, ის რომ იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე. რა თქმა უნდა, სესიაზე ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით, მაგრამ მთავარი ამოცანაა, პროცედურები ისე გაიწეროს ჩვენ მივიღოთ ღირსეული მოსამართლეები.აქ ვიღაცასთან ნიშნის მოგება ან ვიღაცისთვის რაღაცის დემონსტრირება ჩვენთვის მიზანი არ არის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics