07:11 - 24 Mar, 2019
2018-12-31 11:29:38, 883 ნახვა
ჭიჭინაძე: ივანიშვილი თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა,  დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს „პლასმასის თავჯდომარე“ უწოდა.

„ჩვენმა პლასტმასის თავმჯდომარემ შაბათ-კვირას კიდევ გაგვაოცა განცხადებებით და მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს თუ არ დაიწყებს დეკობახიზაციას, ხალხი დაიწყებს დეოცნებიზაციას. ამიტომ აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ კომიტეტს თავისი მისია შესრულებული აქვს. იმიტომ, რომ ეკა ბესელიამ უკვე შეაჩერა უსამართლო სამართლის დანერგვა და დანარჩენი მე ვფიქრობ უკვე ღრმა პრობლემაა, ვიდრე კომიტეტის პირველი მოადგილის არჩევა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics