00:17 - 26 Mar, 2019
2018-12-31 11:17:44, 1092 ნახვა
„საქართველოს ბანკმა“ GGF -ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

„საქართველოს ბანკმა“ მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მსხვილი ბიზნესებისა და საჯარო სექტორის გაძლიერების მიზნით GGF-ისგან (Green for Growth Fund) 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვა.

GGF-ის 5 წლიანი ფულადი რესურსი მიმართული იქნება საქართველოში არსებული საწარმოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სექტორის ერთეულების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისკენ. საქართველოს ბანკი ასევე დააფინანსებს იმ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც 20%-ზე მეტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას  იძლევა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ GGF-თან ერთად მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით მომხმარებლებისათვის. ეს ჩვენი მეორე წარმატებული თანამშრომლობაა და საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics