04:34 - 22 Mar, 2019
2018-12-28 10:45:08, 919 ნახვა
„ბახალას“ საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა (ბახალა) და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოაცხადოს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას, ბრალდებულები კი საბოლო სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ „ბახალას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დაუმძიმა. რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ექმუქრება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics