08:08 - 24 Apr, 2019
2018-12-27 16:04:15, 2023 ნახვა
„ლაპის ლაზული“ მარშრუტით ავღანეთიდან წამოსულმა პირველმა ტვირთმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა

„პირველი საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში  „ლაპის ლაზული“ მარშრუტით საქართველოში 9 სატვირთო საავტომობილო საშუალება შემოვიდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პირველი საპილოტე მარშრუტით ავღანეთიდან თურქეთის დანიშნულებით სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ბამბის ნართი გადაიზიდება.

„ეს გახლავთ ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც ეწოდება  „ლაპის ლაზურის" კორიდორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანში  ტვირთმა   შეუფერხებლად იმოძრაოს. სატესტო რეჟიმში განხორციელებული გადაზიდვის წარმატებაზე არის დამოკიდებული კორიდორის შემდგომი განვითარება, რომ  მისი საშუალებით რეგულარულად განვახორციელოთ ტვირთების გადაზიდვა, რაც, ცხადია, ჩვენს  ინტერესებში შედის" - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკის სამინისტრო,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბაჟო უწყება, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ასევე კორიდორის წევრი  პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. აკაკი საღირაშვილის შეფასებით, "ლაპის ლაზულის" მარშრუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.

"ლაპის ლაზულის" მარშრუტის განვითარებას ითვალისწინებს „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ „(ლაპის ლაზულის მარშრუტი)" შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2017 წლის 15 ნოემბერს ქ. აშხაბადში (თურქმენეთი) ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში. შეთანხმება ქმნის ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს. იგი წარმოადგენს ჩარჩო-შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და  ტვირთისა და  მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის.

შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე  დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.

შეთანხმების თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics