22:47 - 26 Mar, 2019
2018-12-27 10:09:33, 1983 ნახვა
აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით საახალწლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტში ახალგაზრდული ანსამბლი „მაფშალია“ და როკ-ჯგუფი „ოცნება“ მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მოზარდებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი ირმა ირემაძე, ჟურნალ „იალქნის“ მთავარი რედაქტორი ნანა ჭანტურია და დევნილი საზოგადოება ესწრებოდა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics