06:30 - 22 Mar, 2019
2018-12-26 19:11:56, 1784 ნახვა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურ დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ჩოგოვაძე გენერალურ დირექტორად  დაამტკიცა.

გიორგი ჩოგოვაძეს 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, სადაც ის ტურისტული ბიზნესიდან მოვიდა. გარდა ამისა, გიორგი ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში.

რაც შეეხება სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელს, მისი შერჩევა მოხდება კონკურსის შედეგად, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  გამოაცხადებს.

 

 

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics