20:41 - 18 Jan, 2019
2018-12-26 11:19:22, 2145 ნახვა
აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა

აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ CNN იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ბავშვი ამერიკულმა მხარემ დააკავა და ის საზღვრის დაცვის საპყრობილეში იყო მოთავსებული. მოგვიანებით ბავშვი შეუძლოდ გახდა, მას მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. 

მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გვატემალას მთავრობა ინფორმირებულია და გარდაცვლილი ბიჭის ოჯახთან კომუნიკაცია უკვე შედგა. 

აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-მექსიკის საზღვარზე ბავშვი-მიგრანტის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე საზღვარზე 7 წლის გოგო დააკავეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics