20:19 - 18 Jan, 2019
2018-12-25 11:28:35, 1000 ნახვა
იტალიაში ვეფხვმა 25 წლის ქართველი დაგლიჯა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ვეფხვმა დაგლიჯა, - ამის შესახებ meteoweb იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ რეჯიო კალაბრიაში მოხდა. 25 წლის ქართველმა მამაკაცმა ცირკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწია, ამის შემდეგ ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში სრულიად შიშველი შევიდა. 

მედიის ცნობით, ცირკის თანამშრომლები საქმეში დროულად ჩაერთვნენ და მამაკაცის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

მამაკაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics