02:09 - 18 Jan, 2019
2018-12-20 14:21:48, 856 ნახვა
აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 185.9 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 185.9 მლნ ლარით (7.5%) გაიზარდა.  საქსტატმა 2018 წლის მესამე კვარტლის ეროვნული ანგარიშების წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

რომლის თანახმად აგრობიზნესის მთლიანი გამოშვებიდან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 99.6 მლნ ლარით (9.5%) გაიზარდა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება კი 86.2 მლნ ლარით (6.1%).
აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 102.1 მლნ ლარით (8.2%) გაიზარდა (მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში). კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 63.1 მლნ ლარით (9.1%) არის გაზრდილი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორებში შექმნილი დამატებული ღირებულება კი 39.0 მლნ ლარით (7.1%).

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერასა და მეთევზეობის სექტორში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ 17.5 მლნ ლარით (3.8%) არის გაზრდილი. 

2018 წლის 3 კვარტალში ჯამურად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით: აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება 337.2 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა. აქედან, პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 151.1 მლნ ლარით (5.2%), ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება 186.1 მლნ ლარით (5.2%) გაიზარდა.
აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 215.2 მლნ ლარით (6.3%) გაიზარდა (მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში). კერძოდ, სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში 79.9 მლნ ლარით (4.0%) გაიზარდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ სექტორებში შექმნილი დამატებული ღირებულება 135.3 მლნ ლარით (9.7%) გაიზარდა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics