04:48 - 22 Mar, 2019
2018-12-20 13:29:12, 1059 ნახვა
საქართველოში ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზაში შედის

20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა  19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო. 

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე  სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ), ყაზახეთი (138 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა. 

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501). 

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics