04:26 - 22 Mar, 2019
2018-12-20 12:39:40, 759 ნახვა
პრემიერი: 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას დაიბრუნებენ

31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან, რაც მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთო ჯამში, 2018-2020 წლებში, მეწარმეებს მილიარდნახევარი ლარი დაუბრუნდებათ.

„ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შევძლებდით ჩვენი მეწარმეებისთვის ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის დაბრუნებას. წელს, 31 დეკემბრამდე, ჩვენი მეწარმეები დაიბრუნებენ ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის თანხას ჩვენი ბიუჯეტიდან. ეს არის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა. 2018-2020 წლებში ჩვენ ვგეგმავთ, რომ მილიარდ-ნახევარი დავაბრუნოთ ჩვენი მეწარმეების სასარგებლოდ. იცით, რომ ზაფხულიდან ამოქმედდა სრულიად უნიკალური შეღავათები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის, ე.წ. 1%-იანი გადასახადი, როდესაც ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თევა გასული, უკვე გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ორჯერ არის მცირე მეწარმეების ბრუნვა გაზრდილი. დარწმუნებული ვარ, მეწარმეების რაოდენობა ამ რეფორმის შემდეგ საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და მინიმუმ გაორმაგდება მომდევნო წელს. ჩვენ გვაქვს სხვა ინოვაციური რეფორმებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევამციროთ ბიუროკრატია. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან. ჩვენ ვართ კიდევ უფრო მეტად მოწადინებული, რომ გადასახადების დონე განსაკუთრებით, მცირე მეწარმეებისთვის, კიდევ უფრო შემცირდეს. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო უკვე მსოფლიო ხუთეულში შედის დაბალი გადასახადების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის ამოცანაა, საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics