01:38 - 18 Jan, 2019
2018-12-19 12:28:28, 1385 ნახვა
აშშ-ში ირმების მკვლელობისთვის ბრალდებულს თვეში ერთხელ „ბემბის“ ყურება მიესაჯა

მისურის შტატის სასამართლომ ადგილობრივ მკვიდრს დევიდ ბერის ბრაკონიერობისთვის 1 წელი მიუსაჯა, - ამის შესახებ Euronews იუწყება.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბერიმ ციხეში ყოფნის დროს, თვეში ერთხელ მულტფილმ „ბემბის“ უნდა უყუროს.

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 29 წლის ბრალდებულმა თანამზრახველებთან ერთად 3 წლის განმავლობაში ასობით ირემი მოკლა. ბერის თანამზრახველებს შორის მისი ძმა და მამა იყვნენ.

„ბემბი“ Walt Disney-მ 1942 წელს გადაიღო. მულტფილმის მთავარი გმირი ირემია, რომლის დედასაც მონადირეები კლავენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics