06:54 - 24 Mar, 2019
2018-12-15 11:46:37, 2575 ნახვა
ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნო

ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა ოფიციალურად სიდნეის ინსტიტუტში, თავისი გამოსვლის დროს გააკეთა.

ინფორმაციას SBS ავრცელებს. 

როგორც მორისონმა აღნიშნა, ავსტრალიის ხელისუფლება იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვითი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, საელჩოს იქ ჯერ არ გადაიტანენ, თუმცა მის განსათავსებლად შესაბამის ადგილმდებარეობას უკვე ეძებენ. 

მედია საშუალების ინფორმაციით, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ამერიკამ, გვატემალამ, ჩეხეთმა, ბრაზილიამ და ჰონდურასმა აღიარეს. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკამ საკუთარი საელჩო იერუსალიმში უკვე გადაიტანა, შემდეგი კი, ჩეხეთია. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ მინისტრის ანგარიში პარლამენტში და დებატები ExpressLive






საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
ყაზახეთის დედაქალაქს სახელი შეეცვალა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics