20:08 - 18 Jan, 2019
2018-12-14 12:31:41, 1113 ნახვა
თურქეთის პროკურატურამ 219 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

სტამბოლის პროკურატურამ ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 219 თურქი სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 4 პოლკოვნიკია. ადგილობრივმა პოლიციამ დაკავების ოპერაცია უკვე დაიწყო. 

ცნობითვის, მასობრივი დაკავებები თურქეთში 2016 წლის სამხედრო პუტჩის მცდელობის შემდეგ დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი გადატრიალების მცდელობაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენსა და მის ორგანიზაციას ადანაშაულებს. ანკარამ ამერიკისგან, სადაც გიულენი ცხოვრობს, მისი ექსტრადირება მოითხოვა, თუმცა ვაშინგტონი ამაზე უარს ამბობს. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics