00:34 - 26 Mar, 2019
2018-12-13 15:14:50, 1607 ნახვა
გრიგორი კარასინი: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო, IPRM-ის შეხვედრები უმოქმედოა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შეურიგებელი პოზიციის გამო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა უმოქმედოა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

გარდა ამისა, კარასინის შეფასებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეები აშშ-სა და ნატო-ს აქტივობის ზრდას უკავშირდება.

„პირველ რიგში, საუბარია ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციაზე, 2019 წლის შუა პერიოდისთვის, ნატო-ს მასშტაბური სწავლებისთვის მზადებაზე, თითქმის 30-მდე ქვეყნის ქვედანაყოფის მონაწილეობით. ამასთან, საქართველო კასპიის ზღვისა და ცენტრალურ აზიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის სახიფათო სტრატეგიული რგოლი გახდა. ამის შესახებ ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, მათ შორის ამერიკელებთან ცალკე შეხვედრის დროს“, - განაცხადა კარასინმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics