01:24 - 18 Jan, 2019
2018-12-12 11:33:45, 1214 ნახვა
სტრასბურგში სროლის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციისთვის ცნობილია, ამ დრომდე ეძებენ. 

მედიის ცნობით, 29 წლის თავდამსხმელის შესახებ პოლიციამ დიდი ხნის განმავლობაში იცოდა. ის საფრანგეთში, სტრასბურგშია დაბადებული და კანონდარღვევის გამო, სამართალდამცველების დაკვირვების ქვეშ არაერთხელ ყოფილა.

BBC-ი იტყობინება, რომ მომხდარის გამო ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო საზღვარზე კონტროლი გამკაცრდა. 

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ მოხდა. უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებული დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც დაიხურა.







სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics