22:45 - 26 Mar, 2019
2018-12-10 12:26:08, 1862 ნახვა
ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს" (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გამომცემლობა „ვინისფერა" (Vinisfera.Pl) იყო.

ფილმის ჩვენებაზე მოწვეული იყო 30-მდე პოლონელი ღვინის პროფესიონალი: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენების დროს გაიმართა სხვადასხვა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია.

ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს" რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა გასულ წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.  ამავე ფილმის ჩვენება ნოემბერში საერთაშორისო გამოფენა "EnoExpo"-ს ფარგლებშიც გაიმართა და პროფესიონალების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები იმართება. ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-ზე მეტი  ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics