04:24 - 22 Mar, 2019
2018-12-09 13:53:05, 2704 ნახვა
რუსი დისიდენტი და უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა

მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი რუსი დისიდენტი და უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა. 
ლუდმილა ალექსეევა  91 წლის იყო და ბოლო მომენტამდე  ადამანის უფლებებისთვის მებრძოლ აქტივისტად დარჩა.
ალექსეევამ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, საბჭოთა კავშირში, 1950 წელს დაიწყო. პროფესიით არქეოლოგი ალექსეევას ბინა საბჭოთა კავშირში დისიდენტი ინტელიგენციის თავშეყრის და აკრძალული ლიტერატურის შენახვის და გავრცელების ადგილი იყო. 

1968 წელს იგი კომუნისტური პარტიიდან გააგდეს მისი აქტივიზმის გამო. 1976 წელს ალექსეევამ დაარსა ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი, რომლის წევრებიც დაარსებიდან ერთ წელიწადში დააპატიმრეს ან გადაასახლეს.

1974 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ „ანტისაბჭოთა ნაწარმოებების სისტემატური დამზადებისა და გავრცელებისთვის“ ალექსეევას გაფრთხილება გამოუცხადა. 1977 წლის თებერვალში ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და აშშ-ში გადასახლდა. რუსეთში 1993 წელს დაბრუნდა და უძველეს უფლებადამცველ ორგანიაციას „მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს“ ჩაუდგა სათავეში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics