11:40 - 21 Jan, 2019
2018-12-08 14:27:52, 1518 ნახვა
პარიზის ცენტრში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 340 ადამიანი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციის მონაწილე 340 ადამიანი დააკავა.

francepress-ის ცნობით, ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული 1500 მდე მამაკაცი ელისეის მინდვრებთან დილის ათი საათისთვის შეიკრიბა და მსვლელობა დაიწყეს.

BBC-ის ცნობით, რამდენიმე აქტივისტი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ისინი პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. საფრანგეთის პოლიციამ აქტივისტების დაკავება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია იმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელია მობილიზებული, აქედან 8 000 - პარიზში.

არ მუშაობს ელისეის სასახლე, ეიფელის კოშკი და პარიზის სხვა ღირსშესანიშნაობები. ცენტრალურ ქუჩებზე მაღაზიის და ბუტიკების მფლობელებმა ვიტრაჟები აჭედეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics