08:35 - 26 Mar, 2019
2018-12-07 12:47:15, 580 ნახვა
ომბუდსმენი: ყველაზე დაუცველ ჯგუფებად კვლავ რჩებიან ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემი

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყენაში თანასწორობის უფლების დაცვა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას.

როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები.

„ამ ეტაპზე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლიდან ითხოვს და რაც სახალხო დამცველის მანდატს უფრო ეფექტურს გახდის. აღნიშნული ცვლილებები მათ შორის, გულისხმობს კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახალხო დამცველისთვის გამოთხოვილი ინფორმაციის და მიღებული რეკომენდაციის განხილვის შედეგების მიწოდების ვალდებულებას, ასევე, სასამართლოსთვის მიმართვის სამთვიანი ვადის ერთ წლამდე გაზრდას.

დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებად, წინა წლების მსგავსად, რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები. 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა. აღნიშნულის მიზეზად საზოგადოების ნაწილის მიერ ამ პრობლემის შესახებ დისკუსიის დაწყება შეიძლება მივიჩნიოთ. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში გვხვდება. შესაძლო დისკრიმინაციის შემთხვევები იკვეთება ასევე სოციალური სარგებლის მიღებისას.

მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირების მაჩვენებელი, მათი პრევენცია კვლავ პრობლემად რჩება. ნეონაცისტური და რადიკალური ჯგუფების გაძლიერების და გაზრდილი სიძულვილის ენის გამოვლენის ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ 2018 წელს 1 მოქალაქის მკვლელობის საქმე სავარაუდოდ ეთნიკური ნიშნით სიძულვილის მოტივით იქნა ჩადენილი. ამასთან, ხშირია ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელი“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იენს სტოლტენბერგისა და მამუკა ბახტაძის ერთობლივი პრესკონფერენცია






რა ხელფასი ექნებათ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს - ვაკანსია
თბილისში კიდევ 16 „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა დაემატა, რომელიც სექციებს შორის ავტომობილის სიჩქარეს აკონტროლებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics