22:22 - 16 Feb, 2019
2018-12-06 23:31:22, 730 ნახვა
მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. 
მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. 
"მსურს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო პრეზიდენტ ბუშის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა დაამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი დამებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. 



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics