2018-12-06 17:58:07, 750 ნახვა
ლევან იზორია: 2017 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები მასშტაბური ღონისძიებებით აიხსნება
![]()
თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ ისაუბრა. ლევან იზორიამ წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გასულ წელს, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების სიმრავლით ახსნა. „ეს განპირობებულია იმ საერთაშორისო აქტივობებით, რაც საქართველოში ტარდება. გასულ წელს, მარტო ერთი, ძალიან ავტორიტეტული და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ნახევარი მილიონი ლარი გავიღეთ. თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით რვაასი ათასიდან მილიონ ლარამდე დანაზოგი გვაქვს", - განაცხადა ლევან იზორიამ. ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა წინა წელს, საერთაშორისო აქტიურობის დინამიკითა და ცალკეულ წლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მასშტაბურობით აიხსნება.
(NS) |
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|