2018-12-06 17:05:03, 249 ნახვა
იზორია: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა
![]() საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონფერენციაზე, ნატოს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამოდელო ქვეყანა. „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ეროვნული დონის პრიორიტეტია, რომელიც 14 ინიციატივას მოიცავს. მინდა აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა ქვეყანასა და ექსპერტებს. ჩვენი მიღწევები, სწორედ, ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველო იორდანიისთვის გამოცხადდა როგორც სამოდელო ქვეყანა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით მიღწეული წარმატებები ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS) |
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|