08:29 - 13 Dec, 2018
2018-12-06 15:50:54, 430 ნახვა
ადვოკატი: მინდია გოგოჭური ბრალს არ აღიარებს

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.

„ის მონდომება და მოწადინება, რაც მე გუშინდელ ღამეს ვნახე, მთელი ღამის განმავლობაში იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი არ იყო, თუმცა თვალსაჩინოებისთვის ჩვენ მზად ვიყავით, რომ ნებისმიერი კუთხე ნებისმიერი კუნჭული დათვალიერებულიყო. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ერთს კი არა ორ იარაღზე ყოფილა საუბარი. დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი დაკავშირებული ან მინდია გოგოჭურთან ან რაზმაძესთან არ არსებობს. ცალსახად აფიქსირებდა, როგორც სამართალდამცველებთან ასევე ჩემთან შეხვედრის დროს , რომ ასეთს არაფერს ბუნებაში არ აქვს რეალობასთან კავშირი“, - განაცხადა შოთა მანელიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics