19:59 - 17 Feb, 2019
2018-12-06 14:59:15, 2113 ნახვა
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩია დააკავეს [ვიდეო]

უკრაინის დედაქალაქ კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი დოჩია, იგივე "ნუკრი გალსკი" დააკავეს, ამის შესახებ PrimeCrime იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 31 წლის დოჩია კიევში დანაშაულებრივი ჯგუფების გავლენების სფეროების გადანაწილებას აპირებდა. ამასთან, „გალსკი“ უკრაინაში ბაზრებისა და ბინის ქურდების დაჯგუფებების ხელმძღავნელობასაც გეგმავდა.

მედიის ცნობით, დოჩია კანონიერ ქურდად” 2013 წელს “მონათლეს”.მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული იყო საქართველოსა და რუსეთშიც.

პოლიციის თქმით, მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, რადგან უკრაინაში ჩასვლა 2019 წლამდე ჰქონდა აკრძალული. დოჩია ქვეყნის ტერიტორიიდან გააძევეს და 3 წლით შესვლა აუკრძალეს.







სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics