09:03 - 13 Dec, 2018
2018-12-06 14:38:31, 433 ნახვა
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე დაკავებულ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ყოფილ მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ აღნიშნა, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი პირის ინფორმაცია, რომ ნუგზარ ჯანჯღავა თანხის სანაცვლოდ აფთიაქებს მფარველობდა.

"საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ ყოველთვიურად თანხას, რათა გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე. ამის დასადასტურებლად  წარმოდგენილია სასამართლოში არაერთი მტკიცებულება  და სასამართლომ გაიზიარა  ბრალდების მხარის არგუმენტაცია და სწორედ ამიტომაც დრევანდელ სასამართლო სხდომაზე ნუგზარ  ჯანჯღავას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ.

თავის მხრივ, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ჯანჯღავას მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„არ არსებობს მტკიცებულება კონკრეტული პირდაპირი  მტკიცებულება იმისა რომ  ბატონმა ჯღარკავამ ვინმესგან აირო კონკრეტული  სახის თანხა და გადასცა  დაუშვათ თვალავაძეს . გადაწყვეტილება გასაჩივრდება 48 საათის განმავლობაში  აუცილებლად“, - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics