08:13 - 24 Apr, 2019
2018-12-06 14:19:18, 1442 ნახვა
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური მზადაა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაური იგორ ვორონჩენკო მზადაა რუსეთს დაკავებული მეზღვაურების სანაცვლოდ ჩაბარდეს, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს. 

როგორც ვორონჩენკომ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში გემებს გაგზავნიან, ეს სიტუაციას ვერ გამოასწორებს. თუმცა, მან ნატო-ს მოუწოდა შავ ზღვაში კონტინგენტი გაზარდოს. 

„გული მისკდება, როდესაც ვხედავ ჩემს სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკანონოდ არიან დაკავებულები. 2003 წლის შეთანხმებით, აზოვის ზღვაში ხომალდების შესვლის ნებართვა უკრაინამ და რუსეთმაც უნდა გასცენ. ამიტომ, უკრაინას რომც უნდოდეს, ამერიკული ხომალდები აზოვის ზღვაში ვერ მოხვდებიან“, - განაცხადა ვორონჩენკომ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics